ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად დაიგეგმება/განისაზღვრება:
ა) რომელ საგანში/საგნებში საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავებას. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.).
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციას ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით;
სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლა უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების სიღრმისეული შეფასებას.
ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდებიან ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, ლოგოპედი ან სპეციალური მასწავლებელი.
ისგ ჯგუფს ეყოლება კოორდინატორი. კოორდინატორი წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ ჩატარდება ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი. გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს;
ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში;
No comments:
Post a Comment